უკან დაბრუნება
განცხადებები
წიაღიდან ამოვარდნილი
6-09-2016, 20:50
ნანახია: 1160
გაუზიარე სტატია მეგობარს


წიაღიდან ამოვარდნილი
ერთი პატარა სხივის ნამცეცი–
ჩემი გონი
სივრცეებში დაეხეტება...
სიღრმის ბოლომდე გასვლის
მდომელი
ფიქრი კრთება და ისევ ქრება
ნაპერწკალივით.

ამ კოსმიურ უსასრულეთში,–
სივრცის თეატრში,–
სადაც ცეცხლია დირიჟორი;
გალაქტიკების უიდუმალეს
მუსიკის ბგერებს მიდევნებულს,
მარადიული ტრაგედიის
ყველაზე წრფელ კორდებალეტს
შესცქერის ჩუმად დღეს ჩემი მზერა.. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი