უკან დაბრუნება
განცხადებები
მე სიმღერებით განვიბანე კოლხურ წიაღში
6-09-2016, 20:50
ნანახია: 1205
გაუზიარე სტატია მეგობარს


მე სიმღერებით განვიბანე კოლხურ წიაღში,
კოლხურ წყაროთა ვისხურე ბროლის ბინული და
გამოზაფხულის ცას და მიწას ვუსახსოვრე
ბავშვის თვალები.
დროის მრისხანე ხმებს ამოვყევი,
ლაჟვარდების გავხსენი გული;
ფეხშიშველმა გადავურბინე მთების, ველების,
მდინარეების მოლივლივე ფერთა მაქმანებს.
მუხების ჩრდილში დავარწიე ხილვა პირველი.
ნარცეცხლას ეკლით გაკაწრული ავყევი ბილიკს;
ოჩოკოჩების ხარხარი და
ტყის ქალების ნელი კისკისი
მომდევდა ბინდში.
პირველად შიშმა მაგრძნობინა სიცოცხლის სიტკბო
და შევაგებე ლექსი ბუნებას,
ყოფნის უხილავ სათავეებს მივუახლოვდი,
ცხადით დაფარულს ავხსენი რიდე,
ნათლის კრთომაზე შემიჩერდა მზერა და მაშინ
ჩემთვის პირველად ახმაურდა, ამოცნაურდა
მზის წვა–ვარვარი, ამ მიწაზე
თვალმოალერსე დედა რომ არის ყოველივესი.
ჩონგურების უთვალავი სიმებიდან
ამოფრენილ ბგერათა პეპელებს,
მაისის ღამის სიმყუდროვეში
მთვარეულივით ვუმზერდი დიდხანს...
მერე მომესმა უშორესის ჩუმი გალობა
უსიხარულო და უნაღვლელი скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი