უკან დაბრუნება
განცხადებები
ჭადრის ფოთოლი რუსთაველზე
6-09-2016, 20:49
ნანახია: 1260
გაუზიარე სტატია მეგობარს


სიკვდილის სუნთქვა, როცა ვიგრძენი,
არჩევანის უფლება მომცეს,
უკანასკნელი ფერის არჩევის
უფლება მომცეს
მიწამ და ზეცამ, ვარსკვლავებმა....

მეც ალისფერით ვამჯობინე
გაქრობა ქვეყნად.

შემოვიტყუე მზე ჩემს წიაღში
და ეს სხივები, რომელებც ახლა
ძარღვებივით მატყვია ტანზე,
იმას მოვტაცე.

ჩემი ხანმოკლე სიცოცხლის გამო
შურსძიებით ანთებულმა
მზეს მოვტაცე ჩემი წილი მზე.

ახლა მორთული ატლასის კაბით,
ტოტზე უმწეოდ დაკიდებული
ქარს ველოდები, რათა ასფალტზე
გამფინოს და
მგზავრების ფეხქვეშ გამაქიაქოს. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი