უკან დაბრუნება
განცხადებები
ცას შენთებული შენი სურვილი
6-09-2016, 20:46
ნანახია: 1226
გაუზიარე სტატია მეგობარს


ცას შენთებული შენი სურვილი
ისევ შენგანვე იღებს სათავეს,
გულისგულში თვლემს
გაზაფხულივით
უცნობი შუქის ის სისადავე,–
რასაც ამდენი ხანი ეძებდი,
ეძებდი ჩუმად და ილეოდი,
გეგონა ნათლის შექმნას
შესძლებდი,
შორეულ ნათელს შეეწეოდი.
და მოდიოდი,სულ მოდიოდი,
და შენი ფიქრი ცას შეჰკიოდა,.
სამყაროების სუნთქვას სტკიოდი,
უსასრულობის სევდა გტკიოდა...
აჰა, თანაბრად გაშლილი სივრცე,
ჰა, თანაბარი თვალსაწიერი!
ოცნება ისევ მიგაფრენს ცისკენ,
გაოცებული გიკრთის იერი.
რასაც ესწრაფვი და ესწრაფოდი,
ის შენზე ასწილ მეტი სიჩქარით
მიქრის სივრცეში და შენ გაბოდებს
კოსმიურ სიზმრის ერთი მისხალი.
მთვარეულივით მიბორიალებ,
თვალუწვდენელის ხმები მოგესმის.
რა არის შენი,გზად მოწრიალევ,
ამ მიუწვდომელ–მისაწვდომელში.?! скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი