უკან დაბრუნება
განცხადებები
ცრემლი მუზეუმში
6-09-2016, 20:44
ნანახია: 1183
გაუზიარე სტატია მეგობარს


შორეულ პლანეტაზე
უშორესი მომავლის
მზიანი დღე ანათებს
მუზეუმის ქათქათა დარბაზს.
თვალით უხილავი სილამაზის
ჭაბუკები,ქალიშვილები
ერთი უცნაური ექსპონატის წინ
მდუმარედ დგანან.
მინის ჭვირვალი ყუთის შუაგულში
დილის ცვარივით ციმციმებს იგი,-
ეს ექსპონატი!
ყუთს აწერია:
,,მთელს ჩვენს კოსმოსში
უსაშინლესად მიჩნეული
ტვინის სენისგან-
სიცრუისგან მტვრად გაფანტული
პლანეტის ნაშთი,
მისი სივრციდან მოტანილი...
ყველაზე მეტად დატანჯული
ადამიანის ერთი კურცხალი." скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი