უკან დაბრუნება
განცხადებები
ორი თევზი
6-09-2016, 20:34
ნანახია: 1129
გაუზიარე სტატია მეგობარს


ოკეანეში,მზით გავარვარებულ ოკეანეში,
სანაპიროს გაყოლებით,ნაპირთან ახლოს
ნებიერად მიცურავს ორი თევზი,-
ორი თევზი-ქალი და კაცი,
ცოლი და ქმარი,
ორი თევზი მიცურავს ნელა.
ირგვლივ უამრავი თევზი ირევა;
დიდნი,მცირენი,
ბებრები და ახალგაზრდები...
პატარ-პატარა ლიფსიტები დაციგლიგებენ.
ღვივის ადუღებული პლაზმა,
ლღვება ასფალტი,
იწვის ქვეყანა.
გვიან შეხვდნენ ერთმანეთს;
პირველი ვნების სულსწრაფობა,
ლიფსიტობის ჟამის შეცდომა,
სამაისო ნეტარება
განვლეს ცალ-ცალკე.
ქალის გულში ზაფხულის მზის ქვეშ
გაწოლილი ოკეანის სიგრილე სუფევს.
მიჰყვებიან ხეივნის ჩრდილებს:
იმ ადგილს როცა მიაღწევენ,
სადაც ქალი
ღამის აკრძალულ პაემნებში
ვნებით თვრებოდა,-
კაცს წინ გაუსწრებს
და ფარფლებით ნაზად გაეგლასუნება
ბნელ დარანებს,
მიუალერსებს ნექტრიან ლეყეჟს,
ლამსა და ქვიშას...
გარეგნულად არაფერს იმჩნევს...
კაცი მაინც გრძნობს ყველაფერს,
კაცი მაინც ყველფერს ხვდება.
გვიან შეხვდნენ ერთმანეთს;
როდესაც კაცი
მარტოობით იყო დაღლილი
და ქალსაც უკვე მოსწყენოდა
ქუჩების ზომვა,-
შარვლიანი სწორი წვივების
დემონსტრაცია....

გვიან შეხვდნენ ერთმანეთს.
თუმცა ადრე შეხვედრა
რას მოიტანდა სასიკეთოს?!
მაშინ უფრო გვიან მოხდებოდა იგი,
რაც ადრე მოხდა
და ღალატი დაერქმეოდა იმას,
რასაც ახლა შეცდომა ჰქვია.
იწვის ქვეყანა,
გავარვალებული პლაზმა
ებჯინება დედამიწას,
ლღვება ასფალტი.
პლანეტის სუნთქვას
ჟრჟოლა უვლის გარდასახვათა,
ჩვეულებათა მსხვრევის ტკაცანი
ისმის სივრცეში.... скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი