უკან დაბრუნება
განცხადებები
მარად ძველი და მარად ახალი ზღაპარი
6-09-2016, 20:33
ნანახია: 1169
გაუზიარე სტატია მეგობარს


მიდის და მიდის სივრცის ძმობილი,
კლდეებს აჰკვრია სველი ბილიკი;
ცასა და მიწას, მზეს განდობილი
გათანგულია ხმების ქილიკით.
ტანზე ეკვრება მრუმე ტბევრების,
ჩრდილი უნდობი, შემაცბუნარი.
ხვნეშის უფსკრული–სიმაღლეების
გულის გამპობი და იდუმალი.
ის მაინც მიდის,ირგვლივ ყველაფერს,
ბავშვის სიწრფელით უმზერს მღიმარი;
თავზე დასცქერის ფიქრთა მეაფრეს
ცა უცნაურად ნაციმციმარი.
მაგრამ უეცრად ოცნებას მოსწყდა,
თვალს აებლანდა გზაგასაყარი,–
გვერდზე ბოძი დგას და ბოძზე მოჩანს
წარწერა ერთობ სხვადასხვაგვარი:
,,მარჯვნივ– განცხრომა!"
,,სიმდიდრე– მარცხნივ!"
,,წინ ძნელი გზაა სინდისის მხსნელი!"
,,ნუ დაყოვნდები,გახედე მანძილს!"
,,ამოირჩიე სავალი შენი!"
შედგა ყმაწვილი, გაოგნდა უცებ!
ფურცვლა დაუწყო ისევ თავიდან
ცხოვრების წიგნის გაცრეცილ ფურცლებს–
მზეს გაუღიმა და წინ წავიდა... скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი