უკან დაბრუნება
განცხადებები
ერთ დღეს ეზოში პაწია მუხა
6-09-2016, 20:33
ნანახია: 1227
გაუზიარე სტატია მეგობარს


ერთ დღეს ეზოში პაწია მუხა
შევნიშნე მაღალ ბალახებს შორის;
იდგა და, ჩრდილში უმზეოდ სწუხდა
ფერმილეული ფოთოლი ორი...
გამოვუკაფე ირგვლივ ჯაგნარი,
გავუხსენ არე, ვაჩვენე სოფელს;
მზით შევუმოსე სახის ჯავარი,
სივრცეს მივანდე,სინათლის მომფენს
ვუვლიდი ასე, ის იზრდებოდა,
ის მაღლდებოდა და მეცა მზრდიდა;
ყველა ხისაგან განირჩეოდა,
ზეცას უმზერდა და ჩუმად იდგა.
მას შევხედავდი მე ყოველ დილით
და აღარ მქონდა მერე უფლება.
რომ არ დამეცვა მზესავით თბილი
ზრდის და სიცოცხლის თავისუფლება.
ის ახლაც იქ დგას: წრფელი ოცნებით,
მაღალი ტანით, ცისკენ მზირალი,–
როგორც სიმყარე შვების მომცემი,
სიცოცხლე დიდი და უწყინარი.
დგას და შეჰხარის სივრცის დედოფალს
ხე ყველა ხეზე უფრო მაღალი;
მე მას ვგრძნობ როგორც გულწრფელ მეგობარს,
როგორც მიწაზე დგომის მაგალითს. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი