ეს მიწა უწმინდესი მიწაა ჩემთვის!
ეს ეზო–მდელოებით დაფარული,
ეს ძელქვები და ეს გზები,
ეს კლდე–ლოდები
ჩემი სალოცავებია.
მე აქ ვისწავლე ანი და ბანი!
მე აქ ვისწავლე მზერის დაწმენდა!
პირველი სევდა და სიხარული
აქ განვიცადე.
აქ მოვინიშნე მართალი სიტყვა
თუ როგორ უნდა აღვზარდო ჩემში.
სულის ნათელი უსპეტაკესი
წვეთ–წვეთად როგორ უნდა
დაგროვდეს
ბნელ ტევრებიდან.
ეს მიწა უწმინდესი მიწაა ჩემთვის,
ეს თეთრი შენობა ტაძარია ჩემი.
მე აქ ვლოცულობ
მე აქ უნდა გამოვულოცო
მსოფლიოს სულს
ეშმაკეულთა მზერით გათვალულს,
უგონოდ მთვლემარს.
მე აქ ვლოცულობ შენთვის
არსთა დიდო ნათელო.
1967 წელი
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы