უკან დაბრუნება
განცხადებები
სიმართლის სინათლე
29-07-2017, 22:39
ნანახია: 939
გაუზიარე სტატია მეგობარს



ძირს გაწოლილი თეთრი მდინარე
ნაპირებს ხეთქავს ჯანმოუღლელი.
კლდეები ისევ შავად ბზინავენ,
ჰაერში დადის რკინის უღელი.

სდუმს მაისის დღე, მოდის ლანქერი,
და თოვლიანი მთები დნებიან.
მარადისობის ცა რომ დასცქერის,
კავკასიონის მწვერვალებია.

მდინარე ისევ უფსკრულში მიდის,
განუწყვეტელად დავობს მდინარე!
ორ ნაპირს შორის იკვრება ხიდი,
მგზავრის ოცნება პირმომცინარე.

და აჰა, მგზავრიც...ჩნდება უბრალოდ!
მიწას აჩნდება როგორც იმედი;
გამოუვლია ცხელი უდაბნო,
ცივი პოლუსი და ყინულეთი.

იგი არ ეძებს სამოთხეს ქვეყნად,
არც ჯოჯოხეთს და ცდომის მიზეზებს:
მას სურს სიმართლის სინათლე შეჰქმნას,
მის სულს სასჯელად ეს დაუწესეს.

მიაქვს ჯოხი და ცისფერი წიგნი.
ძლივსღა იმაგრებს სველი წარაფი,-
და მიდის იგი, და მიდის იგი...
და ესმის, ესმის მზის ლაპარაკი...


1951-1952

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი