უკან დაბრუნება
განცხადებები
ბარათაშვილის ხიდი
29-07-2017, 22:38
ნანახია: 993
გაუზიარე სტატია მეგობარს



მე მრავალი გზა გამოვიარე,
გამოვიარე ხიდიც მრავალი:
ითვლის უთვალავ წყლულს და იარებს
ჩემი წარსული ღელვით მავალი.
ბევრს ავემგზავრე, ბევრს გავუხსენი
გული და ვენდე როგორც მეგობარს,
ბევრი მიზეზი ამოუხსნელი
დამრჩა და ვამბობ; უკვე მეყოფა!
დამემშვიდობა ყველა დროულად,
გაუხვიეს და სხვაგან მღერიან.
იმედის მტრედიც მუდამ მოუვა
მგზავრს, რადგან გზებზე მტრედი ბევრია.
მეც ერთგულება შევფიცე იმედს,
ვზრდიდი თანდათან, ვაჩვევდი სივრცეს.
ფრენით გადმოვცდი მთებსა და მინდვრებს
და აქ დავეშვი, ამ ლამაზ ხიდზე.
გავყურებ ამ ხიდს და მიხარია,
მისი ბურჯები ისე მკვიდრია;
აქ რომ ქრის, ეს ხომ ,,მერნის'' ქარია
და ეს ყორნები სადღა მიდიან?!
ქარს დავემალო, მე არ ვაპირებ!
აქედან ვეძებ ახალ ნაპირებს! -
ბარათაშვილო,
პოეზიის ჯვარცმულო სულო!
წამების გზაა
ერთადერთი და უსასრულო!


1955წ

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი