უკან დაბრუნება
განცხადებები
ერთი ლამაზი სახის მიგნება
29-07-2017, 22:35
ნანახია: 966
გაუზიარე სტატია მეგობარს



ერთი ლამაზი სახის მიგნება
მთელი დღე მანთებს, ფიქრს მიალმასებს.
და ვამბობ, მუდამ, მუდამ იქნება
ოცნება, ხილვა და სილამაზე...
ვდგავარ, ყურს ვუგდებ შავი ზღვის ნიავს,
ფოთლების ფუსფუსს ფერთა გამაზე,
სუნთქვას და ჟრჟოლას, დუმილს და შრიალს
ერთმანეთს შერწყმულს ერთ სილამაზედ.
სივრცე თავისით იწყებს ხეტიალს
და შორეული ხმებით ამაგზნებს.
სითბო მეტია, სხივიც მეტია,
სიხარულია და სილამაზე.
მოაციმციმებს გოგონა თვალებს,
მოდის, მოელავს სხივთა სავალზე;
მშვენიერების მწვერვალებს ავლებს
უხრწნელ სინათლეს და სილამაზეს.
ერთი უჩინარ სახის მიგნება
მთელი დღე მავსებს, ფიქრს მიალმასებს:
მუდამ იყო და მუდამ იქნება
სიცოცხლის სითბო და სილამაზე.


1952წ

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი