უკან დაბრუნება
განცხადებები
აქ დღე და ღამე ნიავი აქებს
29-07-2017, 22:25
ნანახია: 899
გაუზიარე სტატია მეგობარს



აქ დღე და ღამე ნიავი აქებს
სამყაროს სურვილს, ლაღად გადაშლილს:
წამოდი ჩემთან, წამოდი აქეთ,
ცას ვესაუბროთ ამ ხეივანში.

გავუყვეთ ლაჟვარდს, ავცილდეთ მიწას,
სული მივანდოთ სხივებს ნარნარით.
ვუთხრათ უარი უაზრო მიზანს
სივრცეში ვპოვოთ თავშესაფარი.

ფრთებად იქცევა ჩვენი მკლავები
და იზეიმებს სრულქმნა, სრულობა:
მერე მოვკრიფოთ ეს ვარსკვლავები
და ვეთამაშოთ უსასრულობას.


1952წ

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი