უკან დაბრუნება
განცხადებები
ეს გაზაფხული ჩემად ვიწამე
29-07-2017, 22:23
ნანახია: 980
გაუზიარე სტატია მეგობარს


ეს გაზაფხული ჩემად ვიწამე,
მის გულისხმას და მის გზებს მივენდე,
ბუნებას ვთხოვე ფოთლის სიმწვანე,
და ალუჩების წრფელი სითეთრე.

ღიად დავტოვე გულის კარები
და შიგ სინათლეს ბუდე ჩავუდგი.
შემოვიჩვიე თანამგზავრები
თვალთა ღიმილით, ნელი საუბრით.

უხმოდ დავტოვე ქარები გზაში,
თოვლის დნობა და დენა ლანქერის.
მივანდე სივრცეს, საავდროდ აშლილს,
ჩემი სიტყვა და ჩემი საქმენი.

ხელებს მიწვდიან გზის ხვეულები,
ლიანდაგები და ბილიკები:
ტვინში ჩაშლილი ნისლეულები
გზებსა და მგზავრებს აქილიკებენ.

გზებს კი შვილივით უყვართ მგზავრები
და უმგზავრებოდ თვითვე კვდებიან;
ჩვენ ყველა ჩვენსავ გზას ვემძლავრებით,
ხან უფსკრულია, ხანაც მთებია.

გამამხნევებელ შეძახილს ვისმენთ
ჩვენივ გულების, და კარვებს არ ვშლით.
როცა ახალი გზა გაჰყავს ვინმეს
გზების ზეიმის დღე დგება მაშინ...

ჩვენც დროა გავხსნათ ჩვენი სინდისი,
თორემ ნამივით აგვლოკავს ჟამი.
არა ზეცისთვის, არა მიწისთვის,-
ჩვენთვის გვჭირდება დღეს ჩვენი თავი.

მილიონ წლების წარღვნად მავალი
გაოკეანდა სულში სიცრუე
და რომ ვეძიოთ ჩვენ გზა ახალი,
გადარჩენის გზა,- ეს გვაიძულებს.

განმაარსებლის შემონათვალით
კოსმიურობის მზერას იტაცებს-
მართალი სახის, გულით მართალი
ადამიანის ხილვა მიწაზე...


1955წ

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი