უკან დაბრუნება
განცხადებები
ადამიანს
29-07-2017, 22:16
ნანახია: 898
გაუზიარე სტატია მეგობარს



გაიერთგულე სინათლე სიბრძნის,
არ გაეკარო ბიწს და სიავეს
და დაუმწიფე სულიერ სინდისს
შიგნით ხედვის და ხილვის სიამე.

თავის ტვინიდან განდევნე წრფელად
ცხელი ქარების ბნელი გნიასი
სანამ სამყარო გარდასაქმნელად
კვლავ გაგიხმობდეს თავის წიაღში.

შენგან გაწამდა სახე კეთილის,
ნეტა რას ეძებ, ანდა რა გინდა?
ნუთუ არ გეყო ის გაკვეთილი
რაც მიგიღია დასაბამიდან?!


1953 წ

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი