უკან დაბრუნება
განცხადებები
აქედან ვიცი, ვერავინ გეტყვის
29-07-2017, 22:12
ნანახია: 976
გაუზიარე სტატია მეგობარს



აქედან ვიცი, ვერავინ გეტყვის
შენ ამ ბნელ ამბავს, შენახულს ობლად,
იგი ყოველთვის დარჩება შენთვის
ბრმა საიდუმლოდ და შეუცნობლად.

მე ეს გულს მიკლავს- შენს გახსენებას
და შენს მშვენებას შევყურებ რწმენით.
ვებრძვი შორეულ დღეთა ჩვენებას
და ვიწყევლები დემონის ენით.

მერე ავდგები, გავაღებ კარებს.
შეურყეველი როგორც მნგრეველი.
გადავევლები თოვლიან მხარეს
ჩემს არსებაში ჩაუტეველი.

სივრცეს გავყურებ გაუხარელი,
შეუშინარი და უძინარი;
ვამბობ, - ჯერ კიდევ სუსხი მფარველის
და საიდუმლოს სული წინ არი!-

გაყინულ ბილიკს მივსდევ და მივსდევ,
მიმაქვს თოფი და სიტყვის საწერი;
მიცდის მშობლიურ მდინარის პირზე
თვალი ზეციდან ჩამონაცქერი.

და მაინც შენზე ფიქრის ტკივილი
ყველგან თან დამდევს როგორც მხლებელი,
ვდგავარ ბურუსში, შენი ღიმილის
და შენი მზერის განმსხვისებელი.


1952წ

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი