უკან დაბრუნება
განცხადებები
წუხელ შუაღამისას
29-07-2017, 22:09
ნანახია: 942
გაუზიარე სტატია მეგობარს



წუხელ შუაღამისას წვდიადნათელში
მამა ღმერთი და ბელზებელი
მისაუბრობდნენ სოფლის გზაზე.
ჩემი სახლის წინ ჩაიარეს,
კოსმიური სერობიდან მობრუნებულნი,
სივრცის ზვრებიდან მომცვრეული
ნექტარით მთვრალნი.
იღიმოდნენ...
- ეს ამ მიწაზე რა უცნაური,
რა შემზარავი თამაში გამოგვსვლიაო,-
ბელზებელმა ჩაუჩურჩულა მამაზეციერს.
- მე მათ საქმეში არ ვერევი.
გადავაბარე თავიანთი საქმეები სრული უფლებით
თვითონ ამათ,
ან გაიღვიძონ,
ან ამოხოცონ ერთმანეთი! -
უპასუხა ყოვლის გამჩენმა.
ჩემი ქოხის წინ ვიდექი ჩუმად,
გაოგნებული.
მათ ნაუბარს ვუსმენდი ბნელში
და გაქვავების შიში მზარავდა...


1958წ

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი