უკან დაბრუნება
განცხადებები
ვუმზერ განთიადს
29-07-2017, 22:08
ნანახია: 954
გაუზიარე სტატია მეგობარს


ვუმზერ განთიადს, მიხარია და
არც მიხარია ეს გათენება.
მოსძალებია სივრცეს დიადად
აისის შუქი - ხედვის მშვენება.

და ყოველივე ლაღობს, ზეიმობს
მარადიული ქვეყნად რაც არის;
ცა სიხარულით მიარხეინობს,
მიინავლება ნისლის ნაცარი.

აჰა, ჩამოდნა სხივი ბროლივით.
მზე ავსებს ყველა უფსკრულს და ნარვალს.
მე შენზე ფიქრებს გადაყოლილი
აქ არა ვარ და, სხვაგანაც არ ვარ.

ჩემი არსების ზღვარი და მიჯნა
სადაა ახლა, თავად არ ვიცი.
ამ ცას, ამ მიწას, სხივებს და რიჟრაჟს
შევცქერი მაგრამ აღარ განვიცდი.


1956წ

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი