უკან დაბრუნება
განცხადებები
ხშირად დამყავდა პატარა კრავი
29-07-2017, 22:06
ნანახია: 963
გაუზიარე სტატია მეგობარს



ხშირად დამყავდა პატარა კრავი
და სოფლის ბოლოს ვაბალახებდი.
ჩანდა მწვერვალის მოხრილი მკლავი
და მკლავზე თეთრი ღრუბლის ნახევი.

ბავშვობას გაჰყვა იმ დღეთა სითბო,
და ახლა ცისფერ მდინარის პირას,
ცაში მიკარგულ ღრუბელზე ვფიქრობ,
ცაში თეთრ კრავსაც ვპოულობ ხშირად.


1957წ

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი