უკან დაბრუნება
განცხადებები
შემოეპარა ზამთარი სივრცეს
29-07-2017, 22:04
ნანახია: 841
გაუზიარე სტატია მეგობარს



შემოეპარა ზამთარი სივრცეს.
ქრის ცივი ქარი, თოვს ხვავრიელად.
გული ჩვეული სიმტკიცით მიცემს,
ვდგავარ ჩუმად და თავს ვგრძნობ ძლიერად.

გავყურებ ირგვლივ განაბულ სოფლებს,
გაქათქათებულ მინდვრებს და ჭალებს;
თოვლიდან ამდგარ ხეების ჭორფლებს
ვეღარ ვაშორებ მონუსხულ თვალებს.

გარესამყარო შემოდის ჩემში,
თავის აზრს მაწვდის თვისივე ნებით,
შემოაქვს გამძლე ბუნების ეშხი,
რომ მოვინიშნო სათავე გზების.

რომ შთაგონების მწვერვალს მივაგნო,
თავი ვუჩინო, ხმა შევაყვარო,-
ახალი შუქით ავაციაგო,
შემოვაბრუნო მზისკენ სამყარო.

და მე ყოველთვის ვით კუთვნილება
რაღაც ძვირფასი მაქვს განძეული;
შეუვალია მისი ქმნილება,
არ იჩრდილება მისი სხეული.

ვესწრაფვი იმას, რაც ხილულეთში
შემოსაყვანად ჩემს ფიქრს მოსწვდება,
რაც შემოქმედის დგას სისრულეში
როგორც გზნება და პატიოსნება.


1952წ

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი