უკან დაბრუნება
განცხადებები
ზომბი
21-05-2017, 19:31
ნანახია: 964
გაუზიარე სტატია მეგობარს


მიდის, ძაღლივით მიძუნძულებს ტვინჩაშრეტილი,
თვისი სამშობლოს გამყიდველი, მშობლის მგმობელი.
შუბლზე მოუჩანს, წარბებს შუა ერთი წერტილი,
წერტილი - ყოვლის უარმყოფელი.

დრო, დრო დასჭირდა, საუკუნის აზრი დასჭირდა
ამ ბრმა წერტილის გაჩენას და ამოზრდას ტვინში;
მაიმუნ-კაცის გულითადი ზრუნვა გარჯიდან
ის გამოვიდა სიბნელის ნიშნით.

ახლა ბრძანების ერთგულია, ოღონდ აჭამე
ოღონდ ასვი და აბანავე ზოგჯერ ღვინოში
საკუთარ ნაქნარს არასოდეს არ დააჯამებს,
ფეხზე ჰკიდია ნაღდიც, რიოშიც.

ფეხზე ჰკიდია წინაპარი და ამაგდარი,
ათასწლეულთა გზის გამკვლევად დაღვრილი სისხლი.
თავდავიწყებით მოერთგულე ქცევის ლამპარი,
წინგამხედავი და მისხის მისხი...

ფეხზე ჰკიდია!- ტანაყრის და ტვინის ამშევის
გზა ერთადერთი მას ამ ქვეყნად დაუსამხარეს,
იგი ვერასდროს ვერ შეხედავს ღვთიურ სამშვენისს,
ღვთიური ნებით ვერ გაიხარებს.

ო, ერო ჩემო, უბედურო სამშობლოვ ჩემო,
ბევრი გყავს შენ დღეს ამნაირი, ცხოველთა ჯოგი;
გადაგვარების მსუყე ლუკმის იგემეს გემო,
ზოგი ყროყინებს და ყმუის ზოგი.

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი