უკან დაბრუნება
განცხადებები
შორეულ დღეთა წმინდა ნაპირებ*
2-02-2017, 22:49
ნანახია: 1108
გაუზიარე სტატია მეგობარს


შორეულ დღეთა წმინდა ნაპირებს,
ზღვა ზვირთებს სცემს და საღამოვდება,
გაუდარებელ წვიმას აპირებს,
შავი ღრუბელი ცაზე გროვდება.

აღარ შეჰხარის სივრცეს ციერი,
ჩანისლულია სინათლე შორეთს,
მოსალოდნელი სიმშვენიერის
სახე ქრება და დრო მიდის მდორედ.

გარემოება არ ელის სტუმარს,
ის დანაპირებს აღარ ასრულებს,
ყორანის ფრთები გამოაქვთ ჩუმად
დაისის ველზე შავ-შავ ასულებს.

მდუმარე თაღქვეშ გადამქრალ სანთლებს
ღვენთი ეცლებათ უკანასკნელი,
არსად ვიჩქარი, დროს უქმად ვაცდენ,
არა ჩანს იგი-სულის გამხსნელი.

რამდენი წელი გავიდა ღელვით?
რა უთავბოლო მივდიე ლოდინს?
გული მწყდება და არავის ველი,
ველოდი, მაგრამ არავინ მოდის!

დანისლულია წინ, საცქერალი,
უკან ბავშვი დგას ციდამტკაველა,
მას გაუხსნია თვისი მწვერვალი,
დასდევს თეთრ გედებს და ცისარტყელას.

გამოიხედავს ხანდახან იგი,
ჩემსკენ და გზაზე მზერას მადევნებს,
ისევ მიმღერის ყველაფერს იქით
მიმყუდროებულ უცნობ ნათელზე.

მაგრამ შორსაა იგი ნათელი,
მიტომ გაძნელდა დანახვა მისი...
გაუმხელელის და გასამხელის
სახე არა ჩანს, ხმები კი ისმის.


1951 წ. კირცხი.

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი