უკან დაბრუნება
განცხადებები
მაინც ვის უნდა ჰგავდეს პოეტი?*
9-12-2016, 13:57
ნანახია: 1229
გაუზიარე სტატია მეგობარს


- მაინც ვის უნდა ჰგავდეს პოეტი?-
სხვათა შორის ჰკითხა სტუმრებს
პოეზიაზე უთავბოლო ლაპარაკით გაბეზრებულმა
პოეტმა ერთხელ მოძმის ოჯახში.
,,პოეტი?! - მეზღვაურს უნდა ჰგავდეს!"
,, პოეტი?! - მოთხილამურეს უნდა ჰგავდეს!"
,,პოეტი მთამსვლელს უნდა ჰგავდეს,
მწვერვალების ამაყ დამპყრობელს!"
,,არა! მშრომელ კაცს უნდა ჰგავდეს,
მხვნელსა და მთესველს და სხვას არავის!"
,, პოეტი სამყაროს უნდა ჰგავდეს,
სამყაროს უნდა ჰგავდეს პოეტი!"
ჩამოთვალეს და გაჩუმდა ყველა.
,,პოეტი უნდა ჰგავდეს მზეს... მზეს... მზეს!
აი, პოეტი!" - თქვა ბავშვმა და
ქაღალდზე ფანქრით დახატული
უზარმაზარი ბარჩხალა მზე ასწია ზევით. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი