უკან დაბრუნება
განცხადებები
გაზაფხული
29-11-2016, 00:01
ნანახია: 1191
გაუზიარე სტატია მეგობარს


ვდგავარ მაღლობზე, -- მდინარე თეთრი --
ელვა მიწაზე დაცემული და გარინდული
ირწევა ჩემს წინ.
გაზაფხული აცოცებულა ყოველ ხეზე და
ახამხამებს ნემსის ყუნწში გასაძვრენ თვალებს
მირიადზე მირიადი ჭიამაია --
კვირტი, ბუნების უნაზესი სული და სუნთქვა.
მიწა ლბილია და თბილია,
ნაწვიმარზე ორთქლი სდის მიწას.
მღვრიე, მუქ-ლურჯი და მორჩილი სინათლე დადის
ცა-ხმელეთს შორის,
თაფლივით წვეთავს ეს სინათლე თვალსაწიერზე
და უზენაესს ეჩურჩულება ველის ნიავი. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი