უკან დაბრუნება
განცხადებები
ტერენტი გრანელი
25-11-2016, 22:10
ნანახია: 1172
გაუზიარე სტატია მეგობარს


ლერი ალიმონაკს

დადიოდა როგორც უთვისტომო, როგორც ეული,
ღამით ეძინა ფრინველივით ოცნების რტოზე.
წერდა ყოველთვის, წერდა ყველგან
და თეთრ ფურცლებს ქარში ფანტავდა...
მერე კი გაქრა!
ბოლომდე ვერვინ ვერ გაიგო
თუ ვინ იყო, საით წავიდა.
სამუდამო სიბნელის ფსკერზე
დაასვენეს მისი სხეული.
გავიდა ხანი, წლები გავიდა,
იმ ბუნებამ, რომელმაც ის წარმოაჩინა,-
შვა ყმაწვილი სახსნელად მისდა.
ქარს გამოსტაცა ამ ყმაწვილმა ყველა ქაღალდი
მისი ხელნახლი,
ერთად შეჰკონა, შეამკვიდრა ერთიმეორეს
და მზეს უჩვენა.
სიცოცხლეა ერთმანეთის დაცვის ეს ნიჭი,
სიყვარულია ერთმანეთის დაცვის ეს ნიჭი.
კოსმიურობის გულის ხმაა
ერთმანეთის დაცვის ეს ნიჭი
შენში რომ კრთება და ციალებს
ნებად შეკრულო მზის სურვილო,
მიწის სურვილო.. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი