უკან დაბრუნება
განცხადებები
სიმღერა
6-09-2016, 20:56
ნანახია: 1404
გაუზიარე სტატია მეგობარს


ევგენი ბარატინსკი 


როცა ირწევა განთიადის გზა ოქროსფერი
შორეულ ცეცხლზე იწვის ეთერი:-
მიწას სურნელი ეფინება კეთილმყოფელი
დაუდგრომელი სულისკვეთების.
ყოველი ფერი განადიდებს ყოფნის სიამეს,
იღვიძებს სივრცე თვალის ამხელი...
რა ხდება ამ დროს, გულში დარდი რატომ წრიალებს,
რატომ მღლის ასე მწველი ნაღველი?!
როცა ქალწული მოელვარე და მომაისე
ცვარდაფრქვეული ყვავილის დარად,
რიჟრაჟის შუქზე დაფიონით თვალებს აივსებს,
მშვენიერებას მოიმცვრევს მარადს
და ჩემი მზერა მისი მზერის საამურ ნექტარს
როს ეწაფება,- ყოვლის მდაგველი
ფიქრი რად მაკრთობს, ამ დროს მაინც,რად მაკრთობს ნეტავ
ეს დაწყევლილი შავი ნაღველი?!
მე ვიტანჯები! შორეული მუხნართა ტევრის
მიღმა, ცისკართან დგება მშვენება,
ქვეყნიერებას მოანათებს,მოიწევს ზევით
მაგრამ საამოდ არ მეჩვენება
მზის ამოსვლა და დღის ნათელით მოხიბვლა თვალის,
სევდის უღრანში სული დამება.
ადრე რაც მგვრიდა აუწერელ სითბოს და ხალისს
შეტრიალდა და იქცა წამებად.
რა არის მაინც სილამაზე მარად ცბიერი?
მას სატანური სხივი ავლია!
მაცდენელია იგი, გესლი სალმობიერი
რაც ვიგრძენ მისგან დიდი ხანია!
მაცდენელია იგი, მაგრამ მისი სიამე
დროს აღარ მოაქვს ჩემდა იმედად,
ყრმობის პირველი გატაცება ხმამოწკრიალე,
წარსულს გაჰყვა და დასაშინელდა! скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი