უკან დაბრუნება
განცხადებები
მიმბაძველებს
6-09-2016, 20:56
ნანახია: 1313
გაუზიარე სტატია მეგობარს


ევგენი ბარატინსკი


პოეტი სევდით ალმოდებული
როდესაც უმღერს სულის იარებს,
გული მკერდიდან ამონთებული
მარად მიიწევს მის მოზიარედ.
რომელი უნდო და ულმობელი
შესძლებს გაჰკილოს ტკბილმომღერალი?!
მიბაძვა არის სუსხის მთოველი,
თვალთმაქცს დასცინის ქვეყნად ყოველი,
მას არ მიუდის თანამგრძნობელი,
ცივია ბაძვით ნაცბიერალი!
მთრთოლვარე სიმებს ან ვინ გაათბობს
სხვისეულ ცეცხლთან სიახლოვეთი?
ტანჯვის იდუმალ მორევში აწრთობს
ნათელს მღელვარე სულის პოეტი!
მან მძიმე ხვედრთან იწამა ბრძოლა,
უმაღლეს ძალთა ინიშნა ზღვარი,
საკუთარ სულის სიღრმეში ჰპოვა
მისი ასახვაც და მწყობრი ქნარიც.
და, აი, შუქთა უხრწნელი რკალით
განათებული სახის მგოსანი,
მიწიერთაგან ნდობის და კრძალვის
მოიმედეა საწუთროსავით.
თქვენი მუზა კი დგას მოედანზე,
წამხედურობით მაოცნებარი,
გულბიწიერი მათხოვრის მსგავსი
სახის, სხეულის, ყალბად მგზნებარი.
დგას სამოწყალოდ გაწვდილი პეშვით
თან სხვისი ბავშვი უპყრია ხელში. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი