უკან დაბრუნება
განცხადებები
ეზოში ისევ ღელავს ავდარი
6-09-2016, 20:55
ნანახია: 1383
გაუზიარე სტატია მეგობარს


ალექსეი ტოლსტოი


ეზოში ისევ ღელავს ავდარი,
გარინდულია სახლი;
სარკმლიდან მოჩანს ნისლში ჩამდნარი
ჩამუქებული ბაღი.
ცა არის ბნელი, ძალიან ბნელი,
ვარსკვლავებს, ალბათ, სძინავთ,
მშობლიურ სახლში დადის ნაღველი
ღამეულ ავდრის წილად.
წვიმა სახურავს სცემს, არაზრაზებს,
თრთიან ჭაღები ბროლის.
თაგვები დგამის უკან ქაღალდებს
ღრღნიან მომგვრელად ჟრჟოლის.
მალე მოკვდება სახლის პატრონი,
ისინი გრძნობენ ამას...
სამყოფს დატოვებს მისი გვარ-ტომი,
შეეხიზნება ქალაქს.
მოიცავს სუსხი, წალეკავს ფითრი
კედლების ფერთა გამას...
ო, რა ძნელია ამაზე ფიქრი
ღამეულ ავდრის ჟამად! скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი