უკან დაბრუნება
განცხადებები
ზღვა გამეტებით აქაფებულა*
25-11-2016, 17:37
ნანახია: 1041
გაუზიარე სტატია მეგობარს


ზღვა გამეტებით აქაფებულა,
და ისე ღელავს,თითქოს გვიმეტებს,
გზად მიმავალი მგზავრი შეჩერდა
და უცხოსავით ყიდის ბილეთებს...
ჩანს ეკალივით ესობა გულში,
თითქოსდა იყოს ტყვიანაკრავი,
თუ ჩააფურთხეს ქართველებს სულში,
თუ ჩააფლითეს მომხდურთ ნაწლავი...
გამომჟღავნდება მტკნარი სიბეცე,
სიცრუე ლურსმანს ფეხებში გვასობს,
ვიღაცა პენტავს ბედის საკინძეს,
ვიღაცის სიტყვა ჩემსაზე ფასობს...
ყმუის ილეთი სასოწარკვეთის
აღლუმი ფიქრის შემდგარა ჩეროდ...
მერე რა მოხდა,თუ მიწაც იძვრის,
თუ ვინმე ისევ თავისას ჩემობს...
ტბორი დამდგარა ცრემლთა ნადენი,
თუ ისევ ვიღაც ცოდვისგან იწვის,
ფერფლიდან ისევ აღდგენა გვიწევს,
განმეორდება ახალი,,სფინქსი,,...
გახევებულა ნაზი არსება,
დამსგავსებია ღალატით პითონს,
ამ საუკუნის გადმოსახედით,
თითქოს ქალიც ხომ ჩაეწნა,,ლიტონს,,..
გააღებ სარკმელს და სულში დელგმად -
შემოგეჭრება პატარა დარდიც,
ახალშობილი არ ტირის ახლა,
დაგვცინის ყველას და უკვე ,,დარბის,,...
ამ სამყაროში ზავდება ყველა,
და საოცრების ცვარი კიაფობს,
დრო გვამტკიცებდა რწმენაში ნელა,
ახლა სულიც კი ისე იაფობს...
მე დარდი დამყვა განმარტოების
ამ მარტოსულმა სად ვიყიალო...
ანა ბახია .14.11.2016 წ скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი