უკან დაბრუნება
განცხადებები
იქნებ ვაშავებ,ისევ აღმოვჩნდი*
25-11-2016, 17:35
ნანახია: 1053
გაუზიარე სტატია მეგობარს


იქნებ ვაშავებ,ისევ აღმოვჩნდი
ღიმილის მიღმა, აშარდა სევდა-
თუნდაც იმედის ერთი ნაფლეთი
არ შემარჩინა,ემსგავსა,,პედანტს,,...
ზღვა ამიფეთქდა სიტყვებში ძუნწი,
აშარაშუნებს ქარბუქი ბაოს,
გამოსდებია ეკალი იმედს
და მოსდებია ჩინარსაც ხაო...
ლიბრი გადაჰკრავს უძინარ თვალებს,
ერთი მიზეზი ორმაგად მოჩანს,
პიჩორის გზაზე დაცურდა,, თევზი,,
წყალი ვერ ავსებს უძირო ტოლჩას.
პანტა მსხლებივით იწვიმებს ხიწვი,
უნდა მოედოს,დაკაწროს ფეხში,
ფესვშეუმდგარი სამყარო იწვის,
ლავა ახუვლდა, ნადირი მთებში...
ნიამორივით კლდეზე გადმოდგა
ნიმფა ,სინაზე ფლორა-ფაუნის,
და ბუნებაში შედგა -შეზავდა
მთელი სამყაროს დღესასწაული.
ანა ბახია. 22.11.2016 წ. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი