უკან დაბრუნება
განცხადებები
მორჩა,გათავდა და ისევ მოჩანს*
25-11-2016, 17:34
ნანახია: 1042
გაუზიარე სტატია მეგობარს


მორჩა,გათავდა და ისევ მოჩანს,
უძრაობაშიც შენი სიქველე,
ცრემლმა აავსო დარდისგან ხონჩა
დავდივარ,მაგრამ ,იქ ვერ ვისვენებ.
ტიალი ხვედრი-ზოგისთვის უცხო
დაუსაბამო კონტურებს ხაზავს,
აქ გადატიხრეს ადგილი,,მისნის,,
დამთავრებულა პირველი ფაზა...
ვიღაც ,,ლიბრეტოს,,ასრულებს უკვე,
უცხო მთვარიან ღამეს აშინებს,
მოდის ახალი მოდგმის რჩეული,
რომელიც ,,წყვდიადს,,აშალაშინებს.
დადორბლებულა ზღვა მღელვარებით
ახლა უფრორე ცრემლი აშინებს,
თუ ეს სამყარო გადასხვაფერდა,
მეც გავექცევი იმედს მაშინვე...
დაგორდა გუნდად ბუმი კაეშნის,
და ეს თაობა გარდაქმნას,,რისკავს?!,,
ერთი შეკითხვით უნდა მოგმართოთ-
ამ დანარჩენებს ვის გუნდში რიცხავთ?
ოღონდ შემცირდეს ბოღმა და შური,
იმედის ნაყოფს მზის სხივი ერგოს,
ქართული სისხლის და უკვდავების
დამფასებელად-იხარე ,,ნერგო,,.

ანა ბახია.24.11.2016 წ. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი