უკან დაბრუნება
განცხადებები
სამქელგაბრიელო
5-10-2017, 18:23
ნანახია: 1402
გაუზიარე სტატია მეგობარს



  წმინადა გიორგის შემდეგ  სათაყვანებელი წმინდანი მთავარანგელოზი მიქელ-გაბრიელი იყო. აფხაზეთში „მიქამ-გარიოს“ ან „ერგეს“ ეძახიან. ეს არის პატრონი საქონლისა. მის ნებაზე არის დამოკიდებული ჭექა-ქუხილისა და წვიმის მოსვლა. მწყემსები მიქელ-გაბრიელს ადიდებდნენ თავიანთ კარვებში. „ერგვეშვას“ უმღერიან მიქელ-გაბრიელს, ადიდებენ და ეხვეწებიან, რათა მათ წყალობა არ მოაკლოს და საქონელი გაუმრავლოს. გაზაფხულზე, როცა პირველად ადიან მწყემსები მთის  საძოვრებზე, მიქელგარიოს სახელზე საკლავს კლავენ და ლოცულობენ.
  სამეგრელოში, თითქმის ყველას ჰყავდა სამიქელგაბრიელო ძროხა. როგორც წესი, მას არ წველიდნენ.  როცა საყოლიებელს ერთი წელი შეუსრულდებოდა, კლავდნენ მის ნამატს, როგორც საღვთო პირუტყვს. აცხობდნენ იმდენ ხაჭაპურს, რამდენი საქონელიც ჰყავდა ოჯახს. ოჯახის უფროსი სხვა წევრებთან ერთად მიდიოდა ღვინით სავსე სალოცავ ქვევრთან, ანთებდა  სანთელს, თან ჰქონდა ხონჩაზე  დაწყობილი მოხარშული გულღვიძლი და ხაჭაპური. ის ლოცულობდა თავისი პირუტყვის გამრავლებას. შემდეგ  შედიოდა ბოსელში და სანთლით ხელში ლოცულობდა საკუთარ საქონელს (ორინჯს). ოჯახთა დიასახლისებს  კი გამზადებული ჰქონდათ სადილი და სტუმარ - მასპინძლები ერთად მიუსხდებოდნენ  ხოლმე  სადღესასწაულო  სუფრას.
  „დიდ ხვამას“(დიდ ლოცვას) ეძახდნენ, როცა სალოცავი ძროხა ხანში შედიოდა. ოჯახი საქონელს კლავდა და თითქმის მთელ სამეზობლოს ეპატიჟებოდა, რადგან ერთი ძროხის ჭამას ვერ  შესძლებდა ერთი ან ორი ოჯახი.  წესისამებრ, ხორცი იმ დღესვე უნდა დამთავრებულიყო.
 ოჯახის უფროსი იმ დღესვე დააყენებდა დაკლული ძროხის მაგიერ სამიქელგაბრიელო  დეკეულს.
 „მეოხვამე“ (მლოცველი) თუ მოკვდებოდა, მის ძმას, თუ ძმა არ ჰყავდა, მის უფროს ვაჟიშვილს ჰქონდა უფლება გაეგრძელებინა ტრადიცია (ასეთი წესი იყო  აგრეთვე სხვა სალოცავებთანაც). თუ ოჯახში არ იყო ვაჟშვილი, გარდაცვილის ოჯახს შეეძლო  მათთვის სასურველი მლოცველი (მეოხვამურე) აეყვანა. თუ უქმდებოდა სალოცავები, მაშინ ოჯახი თხოვდა ახლობელს, ამოეღო (ამოეთხარა) სალოცავი ქვევრები. ის ვალდებული იყო სადმე მალულად წაეღო ქვევრი და დაემსხვრია.
 
                                                                                                გაზეთი „ილორი“   26 ივლისი - 2 აგვისტო   2011წელი გვ.3 скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი