უკან დაბრუნება
განცხადებები
ქეჯვარობა
5-10-2017, 18:21
ნანახია: 1528
გაუზიარე სტატია მეგობარს



  ქეჯვარობა ტარდება მხოლოდ სამეგრელოს ზოგიერთ სოფელსა და საგვარეულოში. სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხასკარში შენგელიები და ზარანდიები ერთად ატარებდნენ ქეჯვარობის სალოცავს. ჩხოროწყუს რაიონის სოფელ სარაქონში ჯალაღონიების და შულაიების საგვარეულო ზეიმის დღეს ერთად იკრიბება და ერთად ლოცულობს ამ დღესასწაულს. მათთვის ეს დღე ერთ-ერთ საუკეთესო ზეიმია დანარჩენ სალოცავთა შორის.
 ქეჯვარობა ტარდება აღდგომის მესამე დღეს. სამშაბათს შესაწირად კლავენ ღორს. საგვარეულო იკრიბება ხის ძირას, სალოცავ ბორცვზე. ყველა ოჯახის წარმომადგენელი თითო თაფლის სანთელს აბარებს უხუცეს  მლოცველს. მლოცველი ერთ ჯოხზე დააკრავს ანთებულ სანთლებს, მამაკაცები იჩოქებიან, ის კი სანთლით ხელში გარს უვლის დაჩოქილებს, ამკობს მათ სალოცავი სიტყვებით, რათა  საგვარეულოში გამრავლდეს  ვაჟაცები, არ გაერიოს ხეიბრები და  ლაჩრები, დასაქორწინებლად უვარგისები. ქურდ-ბაცაცები. ამის  შემდეგ დგებიან და ინაწილებენ ღორის ხორცს. რასაკვირველია, ერთი ღორი არ ეყოფა ამდენ ოჯახს, ამიტომ ჩამოწერილია რიგი, რომელ წელს რომელმა ოჯახმა უნდა მოიყვანოს ღორი. თუ თვითონ არ ჰყავს,  ვალდებულია  იყიდოს.
 ქეჯვარობაზე რატომ კლავენ ღორს და არა სხვა საქონელს?  გადმოცემით აღდგომის დღეს  თურქები შემოესივნენ სამეგრელოს  ზოგიერთ სოფელს, ხალხს წაუმწარეს დღესასწაული.  შეგროვდა მთელი სოფელი, თურქებს გამოეკიდნენ  თოხებითა და წალდებით, მთავარ იარაღად გამოიყენეს ღორის ხორცი, რომლისაც თურქებს ნაჯახზე უფრო მეტად ეშინიათ. ისე  გარეკეს მომხვდურები. არის სხვა ვერსიაც. ჩვენი უძველესი წინაპრები კერპთაყვანისმცემლები იყვნენ, ღმერთს ადამიანს სწირავდნენ. ეს შეცვალა ღორმა და სხვა საქონელმა. რაც მთავარია, ღორის დაკვლა უმეცრების დაკვლას და იესოს სიბრძნეში დაბადებას ნიშნავს.
 დღეს ახალმა თაობამ  ქეჯვარობას სულ სხვა სახე მისცა. თუ წინათ ცაცხვის ძირში ლოცულობდნენ, ეს დღესასწაული  გადმოიტანეს ოჯახებში და რიგრიგობის დაცვით აწყობდნენ მრავალკაციან სუფრას, რომელსაც ჩიტის  რძეც არ აკლდა. ასეთ შემთხვევაში, საგავარეულო გაყოფილია რამდენიმე ნაწილად, რაც უარყოფითი და უვარგისია  ძველ წესთან შედარებით.
 
                                                                                            გაზეთი „ილორი“   26 ივლისი - 2 აგვისტო   2011წელი გვ.3 скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი