უკან დაბრუნება
განცხადებები
ჭიაკოკონობა
5-10-2017, 18:12
ნანახია: 1664
გაუზიარე სტატია მეგობარს



  ჭიაკოკონობა ტრდებოდა 19 ივლისს (1 აგვისტო) ელიობის წინა ღამეს. მას ეძახდნენ მზაკვრების ღამეს (მაზაკვალებიშ სერს). იგი მიზნად ისახავდა ავი სულების განდევნას. ხალხის წარმოდგენით  ავი სულები ცხოველების სახით დაძრწიან და ანადგურებენ ადამიანის ნაშრომს. თითქოს მზაკვარი ადამიანები მხეცებზე ისხდნენ და დაჯირითობდნენ. ამიტომ უკუღმართი და ეშმაკ კაცზე იტყოდნენ: „გერიშ გემახვენჯი“-ო (მგელზე ზისო). ელიობაზე ვენახებში, ყანებში, ბოსტნებში ჯვარს ასობდნენ, ბაშვშვებს თმაზე თაფლის სანთელს უწებებდნენ, რათა არ გაეთვალა მზაკვარს. მაღლობზე ანთებდნენ დიდ კოცონს. ამისათვის კი წინასწარ აგროვებდნენ ფიჩხებს (კაჭაჭს). ასევე ჭიაკოკონობის ღამეს კოცონი უნდა დანთებულიყო ყველა ოჯახის კარზე. რადგან ხალხის წარმოდგენით მაღალ მთაზე გროვდებოდნენ  ეშმაკები, ქაჯები, ჭინკები, და ქორწილს მართავდნენ. მერე კი სოფელში გამოფრინდებოდნენ და რომელ ოჯახშიც ცეცხლს არ დაინახავდნენ იქ შედიოდნენ (ეშმაკებს ცეცხლის  ეშინიათ). ისინი თითქმის აგიჟბდნენ ან იტაცებდნენ ბავშვებს, შემდეგ კლავდნენ და ჭამდნენ. ამიტომ ახალგაზრდები ხტებოდნენ ცეცხლის ალზე. მათ ხელში ეჭირათ  ალმოდებული მუგუზალები, თითქოს ამით დევნიდნენ მავნე, მჩხიბავ ავსულებს. თან ამბობდნენ „ალული კუდიანები, ჯვარი აქაურებს.'
   სამეგრელოსა და სამურზაყანოში ჭიაკოკონობის ღამეს მთავარი იყო „გინორჩქილა“ (მოსმენა). ამისათვის სპეციალურად გამოყოფდნენ რამოდენიმე ადამიანს, რომლებიც უნდა გასულ იყვნენ კოცონიდან შორს რათა მოესმინათ მძინარე ოჯახებისათვის თუ რომელიმე ოჯახიდან გაიგონებდნენ შეშის პობის ხმას, თითქოს იმ წელს ოჯახში მამაკაცი მოკვდებოდა, თუ ღომის საცეცხველის  ხმას გაიგონებდნენ - დედაკაცი მოკვდებოდა. სხვათა შორის მათი რწმენა ხსირად მართლდებოდა.
  ჭიაკოკონობა ახლაც ტარდება მარიამობის წინა რამეს - 27 აგვისტოს, რომელსაც ჭეჭეთობას ეზახიან. იმ საღამოს მონაწილენი იცვამდნენ ჭრელ-ჭრელ ტანისამოსს, ამის გამო ამ ღამეს „ჭეჭეთობა“ ეწოდებოდა. „ჭეჭეთობა“ წარმოშობილია ჭრელ-ჭრელიდან.
  რაც შეეხება ჭიაკოკონობას, ყველა კუთხეს აქვს თავისი მოსაზრება. ზოგიერთი მას უკავშირებს ვენახის სხვლას. ხოლო ზოგი კი ნარჩენების დაწვით მავნე ჭიების განადგურებას.
  ჩემი აზრით, და როგორც წინაპრებიდან მახსოვს ჭიაკოკონობა უნდა მოდიოდეს აბრეშუმის ჭიის სახელიდან. რადგან ჭია ქართულადაა, ხოლო კოკონი კი რუსულად. ეს თარიღი ზუსტად ემთხვევა აბრეშუმის პარკის აღებას, კოცონზე კი იმვე საღამოს წვავდნენ ცახსა და ნაგავს. რომელიც რჩებოდა ჭიის დაპურების შემდეგ.
 
                                                                                         გაზეთი „ილორი“   26 ივლისი - 2 აგვისტო   2011წელი გვ.3 скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი