უკან დაბრუნება
განცხადებები
საღორონთო
5-10-2017, 07:23
ნანახია: 1277
გაუზიარე სტატია მეგობარს



   ეს სალოცავი ტარდება კვირა დღეს. ამ დღეს კლავენ (მამრ) გოჭს, „მეოხვამრე“ (მლოცველი) თვითონ კლავს და ასუფთავებს სალოცავ გოჭს, რასაკვირველია, ქალებიც ეხმარებიან, აცხობენ ხაჭაპურს, კვერებს, ამზადებენ წვენებს.  „მეოხვამრე“ გობზე აწყობს შემწვარ გოჭს, ხაჭაპურს, კვერებს, ეს ყველაფერი მიაქვს მარანში, თან მიყავს თავისი გვარის უფროსი ძმები, შვილები და შვილისშვილები (ლოცვაშიმონაწილეობას მხოლოდ მამაკაცები ღებულობენ). მიდიან ქვევრთან, რომელშიც სალოცავი სუფთა ღვინოა ჩასხმული. მონაწილეები ქვევრის ირგვლივ იჩოქებიან. მლოცველი ანთებული სანთლით სამჯერ გარს უვლის დაჩოქილებს. შემდეგ თავს ხდის ქვევრს, იღებს ღვინოს, ლოცულობს და სვამს ერთ ჭიქას. თუ მოზარდებიც ესწრებიან იმათაც ალევინებს თითო ჭიქას . ბავშვებს აძლევს ხაჭაპურს, რომელიც ყველაზე გემრიელი და სამახსოვროა მათთვის.
  სანამ „მეოხვამრეები“ დაბრუნდებიან ქალებს სუფრა გაწყობილი აქვთ. მიუსხდებიან სუფრას.რაც მთავარია, სალოცავი ღვინო იმ დღესვე უნდა დაილიოს , ამიტომ , ასეთ ლოცვებს ყოველთვის ესწრებიან მეზობლები და სხვა მიპატიჟებული სტუმრები.
 
გაზეთი „ილორი"   26 ივლისი - 2 აგვისტო   2011წელი გვ.3
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი