უკან დაბრუნება
განცხადებები
ჯგერაგუნა
5-10-2017, 07:18
ნანახია: 1479
გაუზიარე სტატია მეგობარს



  ჯგერაგუნა ფუტკრის სალოცავია. ძველად თაფლი ბლომად იყო ხის ფუღუროებში. ადამიანები ძველი დროიდან აკვირდებოდნენ ფუტკრის მოქმედებას. მის შრომით საქმიანობას, სიბეჯითეს და წესრიგს. ის ღვთაებრივად გამოაცხადეს და როგორც წმინდანს „ჯგერაგუნა“ უწოდეს. ამის შემდეგ ხალხმა დაიწყო ფუტკრისათვის ბინის (სკის) კეთება.  ეს სალოცავი ტარდებოდა მინდვრის ყვავილობის შემოსვლისას. აღდგომის მე-40 დღეს. ამაღლებას. საფუტკრეში მიდიოდნენ კვერებით, უკმევდნენ საკმეველით, რათა მუშა ფუტკრისათვის მეტი ძალა მიეცათ. ამბობდნენ ასეთ სიტყვებს - „აგუნა, მაგუნა, ჯგერაგუნა დიდებულო“. რათა ფუტკარს თავისი სახლისათვის მიეგნო და მეტი თაფლი მიეტანა. მლოცველები ფუტკრის სახლის გარშემო სხდებოდნენ და იქვე ჭამდნენ სალოცავ კვერებს. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ გაყრის შემდეგ მეორე დედა ფუტკარს სხვაგან არ წაეყვანა თავისი ოჯახი და იქ ჩასახლებულიყო, სადაც მიუჩინა პატრონმა ბინა.
  მეფუტკრეობა კოლხეთის მოსახლეობას ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ტყით დაფარული ძველი კოლხეთი ერთ-ერთი იმ მხარეთაგანია, სადაც ძალზე მომრავლებული იყო ფუტკარი. აქ საუკეთესო ხარისხის თაფლი მზადდებოდა. ძველად საპატიო სტუმრებს დესერტად თაფლის ფიჭას მიართმევდნენ ხოლმე.
  ვაჭრებს ცვილი გაჰქონდათ კოსტანტინეპოლში. განსაკუთრებით სასარგებლოა მინდვრის ნაირ-ბალახისა და ხეხლოვანი მცენარეებს ყვავილის მტვერი. ის მდიდარია მთელი რიგი ბიოლოგიური ნაერთებით და გამოიყენება სხვადასხვა ავადმყოფობის სამკურნალოდ.
ამიტომ ხალხმა შემოიღო ფუტკრის სალოცავი „ჯგირაგუნა“.
ლაზები ფუტკარს ულოცავდნენ შემდეგ ნაირად:
ბუჯგუჯუქ  თოფური  მიღუნუც,  მურე  წყარი  მოიღანს,
ბუჯგუჯუს ბუბეჭყაი (ცდილობს), მურე ქოთოლილა,
ის თოფურს, მა ოჭკუმუ ელითადა მაილა ჩიჩაყვი,
დოკურუბუ წიფლის, დუდა ქეილა თოფურ ვარ,
ახენუკო ხეთაშური ქვილა.

გაზეთი „ილორი“   9-16 აგვისტო 2011წელი გვ.9
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი