უკან დაბრუნება
განცხადებები
გოხარჭალაფა
5-10-2017, 07:13
ნანახია: 1335
გაუზიარე სტატია მეგობარს



  ეს სალოცავი რაღაც ჯადოს მაგვარი იყო. სრულდებოდა მავნე მწერებისა და ქვეწარმავლების წინააღმდეგ აღდგომის წინ, დიდ ხუთშაბათს. ოჯახის ყველა წევრი ჯდებოდა კერიასთან ოჯახში ყველაზე უმცროსს (მდედრ. სქესის) უხმოდ უნდა დაერთო ერთი თითისტარი ძაფი. ე.ი. „შურუბუმუო“,. დანარჩენები კი ცდილობდნენ მის შეცდენას. „უხმო გოგოს“ არ  უნდა დაეძინა, როცა ყველა დაიძინებდა „შურუბუმუ“ ფეხის თითებს გადაუღობავდა ყველას იმ ძაფით, რათა თითების ქავილი არ ჰქონოდათ. შუაღამისას „უხმო გოგო“ ატეხავდა ხმაურს (ხარჭალს), ვედროში აჩხარუნებდა კენჭებს. დანარჩენებიც იღვიძებდნენ და იწყებდნენ ჩხარუნს. ისინი გარს უვლიდნენ სახლს თუ ეზოში მდგარ სხვა ნაგებობებს.  გოგონა ნახშირით შემოხაზავდა საზღვრებს, იმ მიზნით, რომ ნახშირის მოერიდებოდათ მწერებს და იმის აქეთ არ შემოვიდოდნენ.
  აღნიშნული რიტუალის შემდეგ ტარდებოდა „წყირჭოფუა“ (წყილდაჭერა). ერთერთი გოგო ადიოდა სახლის სხვენზე, ვითომ ყანას თოხნიდა და ხმამაღლა იძახდა „ სად ყანა და სად სხვენიო“, სხვა პასუხობდა- „ სო ჸუდე დო სო წყირიო“ (სად სახლი და სად რწყილიო), მერე ფეხებს ურტყამდნენ კერიას, თითქოს ასამარებდნენ რწყილს.

გაზეთი „ილორი“   9-16 აგვისტო 2011წელი გვ.9
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი