უკან დაბრუნება
განცხადებები
სადაბადო
5-10-2017, 07:11
ნანახია: 1293
გაუზიარე სტატია მეგობარს



    სადაბადოს (ოდაბადე) ლოცვას ასრულებდნენ დედოფანიები (ბებიაქა-ლები) ძველად, როდესაც არ იყო სამშობიარო სახლები. განსაკუთრებით კი სოფლებში, მათ მოვალეობას დაკვირებული და გამოცდილი ქალი ასრულებდა, რომელსაც დედოფანიას ეძახდნენ. ქალების უმრავლესობას მშობიარობა თავის კერიასთან უხდებოდა. დაანთებდნენ დიდ ცეცხლს, გაათბობდნენ სახლს, კერიასთან დააფენდნენ ჩალას ან თივას, გადააფარებდნენ ზეწარს და ბებია  ქალის დახმარებით იბადებოდნენ ბავშვები. სწორედ ამ დროს კი სოფლის უმრავლეს ოჯახებში შვიდი და მეტი ბავშვი ჰყავდათ.   ბავშვების დაბადებიდან (ვის როგორი საშუალება ჰქონდა) ცოტა ხნის შემდეგ დედა მოიწვევდა ბებია ქალს და ხონჩაზე დალაგებულ სურსათ-სანოვაგეს მიართმევდა. ეს  უკანასკნელი კი სანთლით ხელში მიდიოდა ბავშვთან, სამჯერ შემოუვლიდა გარს და ლოცავდა მის მიერ აყვანილ ბავშვებს.
   მეოცე საუკუნეში ეს სალოცავი შეცვალა (გააუქმა) სამშობიარო სახლებმა. დღევანდელი გაჭირვების ჟამს კიდევ არის საკუთარ კერიასთან მშობიარობის შემთხვევები. მაგალითისათვის შემიძლია მოვიყვანო აფხაზეთიდან დევნილი რამინ პერტაიას მეუღლემ, რომელიც ცხოვრობს ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „მესხეთში“ მე-14 სართულზე, დედოფანიის დახმარებით ორჯერ იმშობიარა. ალბათ ისინი შეასრულებდნენ სადაბადოს რიტუალს.
   აფხაზეთში სადაბადოს რიტუალი სხვანაირად ტარდებოდა. თუ სამიქელ-გაბრიელო ძროხას ეყოლებოდა ფუჯი (მდედრი) ხბო, მას ქალები კლავდნენ და ლოცულობდნენ, რათა გაეჩინათ ბევრი შვილები.

გაზეთი „ილორი“   9-16 აგვისტო 2011წელი გვ.9
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი