უკან დაბრუნება
განცხადებები
აბრეშუმის ჭიის სალოცავი
5-10-2017, 07:08
ნანახია: 1414
გაუზიარე სტატია მეგობარს



  მაისში, თუთის ხის გაფურჩქვნისას ოჯახებს ურიგებდნენ აბრეშუმის ჭიის თესლს. მისი მოვლა და ზრდა თითქმის პირველ აგვისტომდე გრძელდებოდა. მას მეორე ნაირად თუთის აბრეშუმხვევიას ეძახდნენ. ეს ჭია ოთხჯერ იცვლიდა კანს, ე.ი. ოთხ საფეხურს გადიოდა. მეგრულად მას უწოდებდნენ: 1.სქიბუშ ფერი; 2. საჭყაპუტო; 3.საცირო; 4.დიდი კანი.  პირველად აბრეშუმის ჭიის თესლს ათავსებდნენ სპეციალურ ყანჭის ქაღალდზე (ჭიის ქაღალდზე), შემდეგ გადაჰყავდათ ჩაფარიაზე (დაწნული სიმინდის ღეროები), ბოლოს - ჩერტზე (წნელით დაწნულ სათავსოზე). საბოლოოდ, აბრეშუმის ჭია, როცა მოემზადებოდა დასაჭუპრებლად, მეაბრეშუმე უკვე აწყობდა ცახს. ზრდა დამთავრებული ჭია ადიოდა ცახზე და  იწყებდა პარკის ახვევას. სწორედ ამ დროს, რათა მისი ჸანჭი (ჭია) ჯანმრთელი ავიდეს ცახზე, მეაბრეშუმე ასრულებდა სალოცავ რიტუალს. აცხობდა ხაჭაპურს, ანთებდა სანთელს ჭიის სათავსოს ქვევით წვავდა წითელ ვარდს, ამბობდა სალოცავ სიტყვებს: „ღმერთო, ჩემს აბრეშუმის ჭიას მიეც ძალღონე, რათა აახვიოს საღი პარკები, არ გამოერიოს ბახვა (დომფილი), ჭყვანჭყვა (ჩხარი), ნაპერტალი და ბონდღი“. ამის შემდეგ ოჯახის წევრები დიდი და პატარა ჯდებოდა სუფრასთან. სხვა მეზობლებს არ მიიწვევდნენ, ეშინოდათ, არ გაეთვალათ. მეზობლებსაც ერიდებოდათ, რადგან ხშირად პარკის უშემოსავლება ბრალდებოდა მაკუჩხურს (მეფეხურს).
  აბრეშუმის ჭიის მოსვლისას ხალხში გავრცელებული იყო მავნე მწერების, მღრნელებისა და ქვეწარმავალთა სახელების დამალვა. ჭიანჭველას ეძახდნენ „პუხუამს“ (კუზიანს), თაგვს - „კუდელამს“ (კუდიანს), რწყილს -„მაცოყალს“ (მხტომარეს), გველს - „:უჩაღართამს“ (შავჩოხიანს) „უსახელოს“.
  აბრეშუმის პარკის აღებისთანავე წვავდნენ ცახსა და ნაგავს, რომელიც დატოვა აბრეშუმის ჭიამ. ეს ემთხვეოდა ზუსტად ჭიაკოკონობას. იშვიათად თუ იყო შემთხვევა ძველი სტილით, 20 ივლისს, ელიობის დღეს წვიმა არ მოსულიყო და არ გადაერეცხა სიბინძურე.
   სამეგრელოში ამ დარგს დიდი ყურადღება ექცეოადა, რადგან უწინ ეს იყო გლეხკაცის ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყარო. ჯერ ერთი, სახელმწიფო აბრეშუმის პარკს იბარებდა მაღალ ფასებში და მეორეს - პარკიდან ამზადებდნენ აბრეშუმის ძაფს. უმრავლესობას სახლში ჰქონდა საქსოვი დაზგა. ქსოვდნენ დარაიებს, კერავდნენ საბნებს, ახალუხებს და სხვა ტანისამოსებს.

გაზეთი „ილორი“  30 აგვისტო – 6 სექტემბერი  2011წელი გვ.3ვ.3
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი