უკან დაბრუნება
განცხადებები
ო! უზენაესო
27-07-2016, 20:31
ნანახია: 1248
გაუზიარე სტატია მეგობარს


ო!
უზენაესო სამყაროს გონიერებავ.
უზენაესო არსო მარადისობის.
მიმიღე შენთან.
რა ხანია შენსკენ ვისწრაფვი.
შენით ვსულდგმულობ.
ვფეთქავ.
ვგრძნობ,რომ დაორსულებული ხარ.
საშოთი მატარებ.
ელი დროს როდის მშვა.
მე კი მეჩქარება.
გთხოვ:მიმშობიარე.
დამბადე.
გამაჩინე.
მშვი.
დროზე.
უშენოდ არ შემიძლია.
ვერ ვიარსებებ.
შენ გეკუთვნი.
გერწყმი.
ვთავისდები შენში.
შენს უკიდეგანობაში ვიდებ ბინას.
მარადისობისაკენ მივექანები.
გთხოვ,მომიტევო ჩემი ამდენი ხნის სიბრმავე.
შენთან მინდა ვიყო.
შენთან მსურს.
გამიღე კარი.
შემომიშვი შენს კარიბჭეში.
შენში დავანების უფლება მომეცი.
მიმშობიარე.
რა დიდებული წამია შენთან ალერსი.
გმადლობ.
მე შენი ვარ.
მე შევბრუნდი შენს საშოში.
შენს მუცელში კვლავ ჩავისახე.
ვგრძნობ როგორ ახლოვდება ჩემი
მშობიარობის წამი.
გემუდარები,ნუ დააყოვნებ.
მიმშობიარე.
ნუ გადადებ.
დროს ნუ გაჭიმავ.
მეღიმება.
ღიმილში ვხვდები,რომ მიახლოვდები.
ვცისკროვნდები.
ვეფინები.
ვსხივდები.
რა ტკბილია შენი მოახლოება,შემოსვლა ჩემში.
მიყვარხარ.
სიყვარულში ვარ.
სიყვარული ვარ.
ვიბადები.
საქართველოშიც შესაძლებელი ყოფილა შობა.
ეს გადატრიალებაა.
ვერწყმი სამყაროს,ვმთლიანდები მასთან.
ვცდილობ გავარღვიო ზღუდე
და მოვიპოვო ჩემი მარადიული სამშობლო-სამყარო.
ჩემი რეალური მშობელი მარადისობა.
ვაცნობიერებ ჩემს სამყაროში შთანთქმის პროცესს.
მე სამყარო მშობს.
დაბადება არის ნეტარი.
გავდივარ უკიდეგანო სივრცეში საასპარეზოდ.
ჩემი სათამაშო მოედანი უკიდეგანო, უკიდეგანო,
უკიდეგანო ველია.
ის დედაა ჩემი.
დედათა დედაა.
მე მიყვარს სამყარო,ჩემი მშობელი.
გმადლობ,უზენაესო,რომ შემაბრუნე შენს საშოში.
მიმშობიარე!
გთხოვ.
დროს ნუ გადადებ.
ნუ დამაყოვნებ.
ახლოსა ვარ ვგძნობ.
დააჩქარე.
ეს პროცესი,რომ დასრულდეს დიდი
ნდობაა საჭირო.
გთხოვ მენდე.
არ დაგაღალატებ.

თამაზ პაჭკორია "კოსმიური შუქით აღზნებული " ქ.ფოთი. 2015 წ. გვ16
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი