უკან დაბრუნება
განცხადებები
სივრცე შემომეხვია ნაბადივით
27-07-2016, 20:28
ნანახია: 1311
გაუზიარე სტატია მეგობარს


სივრცე შემომეხვია ნაბადივით.
სივრცე გახდა ჩემი მანტია.
უსასრულობის გავხდი ჭიპლარი.
უსასრულო უსასრულობას შევეზავე.
შემოვევლე ნიავივით დედამიწას.
დავძმობილდით.
შევეთავისეთ ერთმანეთს.
გავლვღვით ერთურთში.
დედამიწას ქალამნებს ვერ ჩააცმევ.
სივრცე კი თავადაა მოსასხამი მთელი სამყაროს.
ჩამოვგავარ ღმერთს ,
რომელიც თავის თავში სამყაროს იტევს.
ლიანდაგივით მივყვები გზას .
გზასავით უსასრულო ვხდები.
მებადება დიადი განცდა.
ჩემს საწყის ვუბრუნდები.
შევაღე დელფოსელთა კარიბჭე.
ბეჭზე დამადაღეს:“შეიცან თავი შენი“...
ამაყად შევაბიჯე სიბრძნის სიღრმეში.
მივაღწიე მიზანს.
გავციაგდი.
ჩემი გულიდან ამოირფქვა მწვანე ფანტანი.
სინათლის ვარდებმა შეამკეს ველი.
ნუთუ ვინმე დამიჯერებს...
დაუჯერებელს დაიჯერებენ?!
მაგრამ მე ვიხილე...
თავად გავხდი ის,რაც ვიხილე...

თამაზ პაჭკორია "კოსმიური შუქით აღზნებული " ქ.ფოთი. 2015 წ. გვ15
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი