უკან დაბრუნება
განცხადებები
ღმერთს მივაგენი
27-07-2016, 21:29
ნანახია: 1202
გაუზიარე სტატია მეგობარს


მე ღმერთს მივაგენი.
ღმერთი ჩემშია.
მე ღმერთში ვარ.
ახლა მთავარია, ვისწავლო უფალთან
თანაცხოვრება.
ღმერთი მზის მდგომარეობაშია.
ანათებს.
ასხივებს.
ციაგშია.
ღმერთის საცხოვრებელი ადგილი-ყურადღებაა,
როგორც მიწაში- ვარდის.
ყურადღებაა გზა უფლისკენ.
სხვა გზა არ არსებობს.
ყურადღება მუდმივი მზადყოფნაა უფალში ციაგის.
ყურადღება საიდუმლოებათა საიდუმლოებაა
უფლის გზაზე.
ყურადღება უფლის მიწიერი სახელია.

თამაზ პაჭკორია "კოსმიური შუქით აღზნებული " ქ.ფოთი. 2015 წ. გვ12
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი