უკან დაბრუნება
განცხადებები
დღეს ვიქორწინე მზესთან, მთვარესთან.
27-07-2016, 21:27
ნანახია: 1399
გაუზიარე სტატია მეგობარს


დღეს ვიქორწინე მზესთან, მთვარესთან
დღეს ვარსკვლავები ერთად შევყარე.
ათი ათასი მსტუმრობდა გედი.
თან თამადობდა სუფრას სინაზე.
მე ვიქორწინე დღეს სამყაროსთან.
მწვანე ტოტების მკლავდა ტაატი.
მე ვიქორწინე ვერხვთან, ჭადრებთან.
ზღვის სილურჯესთან მქონდა ბაასი.
მე დღეს გავცოცხლდი, ფრთები შემესხა.
გულმა დამიწყო ჩქამი,ძიგ-ძიგი.
ცის კაბადონზე იშვა სამოთხე.
რიონის ტალღაც აჰყვა ლივლივით.
დღეს ვიქორწინე მზესთან, მთვარესთან.
დღეს ვარსკვლავები ერთად შევყარე.
ათი ათასი მსტუმრობდა გედი.
თან თამადობდა სუფრას სინაზე.

თამაზ პაჭკორია "კოსმიური შუქით აღზნებული " ქ.ფოთი. 2015 წ. გვ11



скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი