უკან დაბრუნება
განცხადებები
სიცარიელე შორეული
27-07-2016, 21:25
ნანახია: 1400
გაუზიარე სტატია მეგობარს


სიცარიელე შორეული მივსებს იოგებს.
სვეტი ნათელი ზენაართან მიგებს ლიანდაგს
და ეს სამყარო არის ჩემი გაშლილი სული.
თითები ჩემი იდუმალის არის მეჯვარე.
პირჯვარს გადვიწერ შრიალია ვერხვების ჩუმი.
ღრმა სიმშვიდეში ოქროს სხივი მათრობს ელვარე.
ზე სამყაროსთან გაბმულ ნათელს აზრით ვესწრაფვი
და როგორც ტბაში, ნეტარებით ნელა დავცურავ.
თასს გრაალისას, გაბრწინებულს ვხედავ სხივოსანს.
ჰოი, სიტურფევ იდუმალო, ძნელად სანახო.
საიდუმლოთა გასაღები დავლანდე ცაში.
გარდასულ დღეთა მისტერიის წამმა აღმანთო
მოდის ნათელი მშვიდობისა გასხივოსნებით.
ვარ შიგ გაბმული ვით ირემი, რქებით ქამანდში
და ვგავარ სანთელს სიბნელეში მწუხრად ანთებულს.
ვჩურჩულებ ჩემთვის, რასაცაა ვწერ, ნელა,
დამარცვლით.
ვხედავ სიშორეს კოსმიური შუქით აგზნებულს.
ნათლის სხივებში ჩაფლული ვარ ახლა მთლიანად.
სიცარიელე შორეული მივსებს იოგებს.
სვეტი ნათელი ზენაართან მიგებს ლიანდაგს
და ეს სამყარო არის ჩემი გაშლილი სული.

თამაზ პაჭკორია "კოსმიური შუქით აღზნებული " ქ.ფოთი. 2015 წ. გვ10
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი