უკან დაბრუნება
განცხადებები
უფალი ჩვენივე თვალებით გვხედავს
27-07-2016, 20:36
ნანახია: 1275
გაუზიარე სტატია მეგობარს


უფალი ჩვენივე თვალებით გვხედავს.
ჩვენივე ყურებით გვისმენს.
ჩვენივე გონებით განგვსჯის.
ჩვენივე ფიქრებით გაგვასამართლებს.
ამდენად,უფალს არაფერი დაემალება.
ვერსად წაუვალთ.
იგი ყველგან მყოფია.
ყოვლისმხილველი.
ყოვლისშემეცნებელი.
ზეციურ საუფლოში გადასულნიც
ჩვენივე გონებით.
მზერით.
სმენით გვჭვრეტენ.
მათ არ დაემალებათ ჩვენი ზრახვანი.
ჩვენში არიან ჩვენივე მეშვეობით.
ჩვენ რა დაგვემალება საკუთარი თავისგან?
-არაფერი.
არც ზეციურ სამყაროს დაემალება ჩვენგან რამე.
ჩვენ შიშველნი ვართ ღვთის,
ზეციური სამყაროს და
საკუთარი თავის წინაშე.

თამაზ პაჭკორია "კოსმიური შუქით აღზნებული " ქ.ფოთი. 2015 წ. გვ20
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი