უკან დაბრუნება
განცხადებები
ხელდასხმული
27-07-2016, 20:26
ნანახია: 1119
გაუზიარე სტატია მეგობარს


გაჩენილნი ვართ უსასრულო უსასრულობაში.
სასრული არ ააქვს სივრცეს.
ჩვენ გვშვეს.
ვსუნთქავთ.
მივისწრაფვით.
თავს ვიმკვიდრებთ.
სიცოცხლე გვწყურია მარადისობაში.
სიკვდილი არ გვსურს.
ვერც წარმოგვიდგენია.
თუმც გვესმის:ადამიანები კვდებიან.
მაგრამ ჩვენ არ გვეხება სიკვდილი.
ჩვენ გვგონია,მრადისობა გვშთანთქავს მარად
ცოცხლებს,გილგამეშივით.
...ღმერთი მარადისობას შეარქვეს უთუოდ.
ყოვლისშემძლეს.
ყოვლისმშობელს.
ვჭვრეტ მის უკიდეგანობას.
ვქორწინდები მარადისობასთან.
მთელი ჩემი ცხოვრება საქორწინო პროცესია.
ორგიაში ვარ მაყრიონთან.
სამყაროა ჩემი მეჯვარე.
პატარძალი ღამ-ღამობით მთვარეა.
დღისით-მზე.
მაყრიონი ღამ-ღამობით ვარსკვლავებია.
დღე- ჭადრები,ვერხვები, ცამდე
აწვდენილი კვიპარისები.
სუფრა ხან ზღვის გულზე იშლება.
ხან-უდაბნოში,უკიდეგანო ქვიშნარზე.
როდესაც კავკასიონის მწვერვალებზე
მზე დატრიალდება,
როგორც თითის წვერზე ბურთი.
იწყება ორგიის ახალი ფაზა.
ღვინის მაგივრად ისმევა სილამაზე.
ადამიანები თვრებიან სინაზით.
გალეშილებს ემსგავსებიან ექსტაზურ წამში.
მეც ლოთი ვარ.
ვთვრები.
ექსტაზური ორგიის ვხდები მეწილე.
მაყრიონთაგან ერთ-ერთი ვარ.
წუხელის მზემ გამოანათა ფოთის ცარგვალზე.
ფოთი გაბრწყინდა მზიან ღამეში.
მოხდა ჩემი ხელდასხმა.
მე გურუ გავხდი.
დავიბადე მზიან ღამეში.
თავად გავხდი მზიანი ღამე.
მე ვიშვი.
მე მშვეს.
მეც ვმშობიარობ უსასრულო ციაგში.
ვმშობიარობ მზიან ღამეს.
ხელდასხმული ვარ.
ჩემს თვალსწინ გაბრწყინდა საქართველო.
ვბრწყინავ მეც.
საქართველო ხდება ხელდასხმულთა ასპარეზი.

თამაზ პაჭკორია "კოსმიური შუქით აღზნებული " ქ.ფოთი. 2015 წ. გვ13
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი