უკან დაბრუნება
განცხადებები
შუქურა და ზღვა განუყოფელია მისგან
24-07-2016, 11:49
ნანახია: 1524
გაუზიარე სტატია მეგობარს


ნადია ცხადაია

ვის არ შეუმჩნევია ჩვენს ქალაქში შუქურა, რომელიც ლინკნეხტის ქუჩის დასასრულში ზღვის პირასაა აღმართული. პატარა ბავშვებსაც კი ცნობისმოყვარეობით გაუყოლებიათ თვალი მისი შუქისათვის და უფიქრიათ ალაბათ ნეტავი საიდან მოდის შუქი და როგორ ბრუნავსო...
შუქურა მოზრდილებისათვის საინტერესო სანახავია. იგი აგებულია მთლიანად რკინისაგან 1862 წელს. 1962 წელს შუქურას 100 წელი უსრულდება. მისის სიმაღლე 40 მეტრია, ქვევით დიამეტრი 10 მეტრია, ზევით, სადაც შუქურაა მოწყობილი 2 მეტრი. ახვალთ ზევით შუქურაზე, გადმოიხედავთ და მთელი ქალაქი ხელისგულივით მოსჩანს.
გიფიქრიათ როდესმე თუ ვინ ან რა ამოძრავებს შუქურას, ვინ ემსახურება მას? ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ქალაქის ცენტრში იაშვიათად მოხვდებიან, მათ იქვე შუქურასთან აქვთ საცხოვრებელი სახლები, სასეირნო ადგილი, კინო და სხვა გასართობი. ამ კოლექტივს, რომელიც რვა კაცისაგან შესდგება, ვასილ დავითის ძე ივანიძე ხელმძღვანელობს. 18 წლის ჭაბუკმა მან პირველად მუშაობა დაიწყო მეზღვაურად გემ „ჩორნამორეცცზე“. აქ შეიყვარა ამ ახალგაზრდამ ზღვა. გემბანიდან გადაყურებდა იგი ზღვის მშფოთვარე ტალღებსა და მის კამკამა სილურჯეს, კომკავშირმა ვასილი შუქუქრაზე სამუშაოდ გაგზავნა 1930 წელს და დღევანდლამდე მუშაობს იგი აქ უფროსად. შუქურა და ზღვა - ეს ორი განუყოფელია მისი ოცდაათწლიანი პირადი ცხოვრებისა და საზოგადოებრივი საქმიანობისაგან.
შუქურას, რომელიც ღამე თეთრად და წითლად აშუქებს, წინათ ხელით აბრუნებდნენ. ამიტომ გამუდმებით მორიგეობდნენ ზემოთ შუქურასთან. ორი წელია ეს საქმე მექანიზირებულია, მექანიზმები დედამიწაზეა მოწყობილი.
შუქურა გემებს გზას უშუქებს 30-40 კილომეტრის მანძილზე.
ჩვენი ქალაქის შუქუქრა ერთ-ერთი საუკეთესოთაგანია შავი ზღვის სანაპიროზე. მისი კოლექტივი სოციალისტური შეჯიბრებაში ჩაბმულია სოხუმის შუქურას კოლექტივთან. ფოთელები ვასილ ივანიძის მეთაურობით ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა საპატიო ადგილი დაიკავონ შეჯიბრებაში. მიზანსაც აღწევენ. წელს ჩევნი ქალაქის შუქურას კოლექტივმა შავი ზღვის სანაპიროს ოთხ ნავსადგურს შორის პირველი ადგილი დაიკავა და გარადამავალი წითელი დროშა მიიღო.
შრომისმოყვარე, საქმისადმი ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობითა და პატივისცემით განწყობილი ვასილ ივანიძე ხანგრძლივი და უმწიკლო მუშაობისათვის დაჯილდოვებულია შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით „გერმანიაზე გამარჯვებისათვის“ და „კავკასიის დაცვისათვის“, მ რავალჯერ აქვს მიღებული მადლობა და ფულადი საჩუქრები.

გაზეთი "მგზნებარე კოლხიდელი"

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი