უკან დაბრუნება
განცხადებები
ია
22-07-2016, 00:15
ნანახია: 1427
გაუზიარე სტატია მეგობარს


ნადია ცხადაია

ციოდა. ფერდობზე, ეკალ-ბარდებში ლურჯად კიაფობდა ია. თებერვლის სუსხისაგან თრთოდა, კანკალებდა, მაგრამ ქვეყნად გაჩენის სიამისაგან უსაზღვროდ ხარობდა და მორცხვად შესცინოდა ღრუბლებში მიმალულ მზეს.
ღრუბლის ქულები დასავლეთისაკენ გასცურდნენ. მზემ გამოაშუქა. ია შენიშნა, ადრეულად ამოსულაო - გაიფიქრა და გაკვირვებით გადმოძახა:
- ნუთუ არ გეშინია თებერვლის სუსხის?
- არ მეშინია, თავს უმწეოდ როდი ვგრძნობ. მფარავს ეკალბარდები, აი აგერ ბალახიც კი. რომელიც ოდნავაა ამოწვერილი, მეხმარება, მეკვრის, ცდილობს სიცივისაგან განმარიდოს, ხოლო შენი სითბო და შუქი, ძლიერო, სიცოცხლეს მიხანგრძლივებს.
- რაღაა შენი სიცოცხლე, იგი მეტად ხანმოკლეა, ვისთვის რა მოგქვს, რას აძლევ ახალს ქვეყნიერებას, უმნიშვნელოა შენი ადგილი სამყაროში - დაცინვით და დანანებით უპასუხა მზემ.
ო!.. არა, არა... მართალია ძლიერ მცირე ხანს ვარსებობ, მაგრამ ლამაზი სიცოცხლით ვცხოვრობ. სამყაროში ყველაზე სასურველი ადგილი მიკავია. ყოველ არსთაგანს მე აღვუძრავ პირველად გაზაფხულის მოსვლის სასიხარულო თრთოლვას, სიყვარულის თავბრუსვახვევ, მივიწყებულს ვაცოცხლებ, მოგონებებს ვაახლებ, ჩემს ირგვლივ უცხო რამ სურნელს ვაფრქვევ... ერთი ამოსუნთქვაა ჩემი სიცოცხლე, მაგრამ მოგონებები მუდაჟამს აცოცხლებენ ჩემს არსებობას.
მზემ არაფერი უპასუხა იას, მდაბლად, მაგრამ ღირსებით დაუკრა თავი და ღრუბლის ზეწარი აიფარა...

გაზეთი "მგზნებარე კოლხიდელი"


скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი