უკან დაბრუნება
განცხადებები
ალიონი
23-07-2016, 13:49
ნანახია: 1140
გაუზიარე სტატია მეგობარს


(სადღეგრძელო)

საქართველოს- გაყიდულის,
ბეწვზე ნეკით დაკიდულის,
სადღეგრძელო ნემსის წვერით დავლიოთ,
რომ ბლანჟე და ახალუხით
და საყურეს ჭახა-ჭუხით,
ქართველი არ მიეგებოს ალიონს.
ჰო, პატარა აფხაზეთი,
ვით დოქს ტუჩი მოტეხილი,
მოვიძიოთ, ძმებო ხელის ფათურით,
ღვინო ცრემლში ვიღამ გაყოს,
„აბა ულა“ შემოვძახოთ,
იქნებ ჯერაც ახსოვთ გაღმა ქართული.
ჩვენი და-ძმით , გაფანტულით,
დედამიწა დაწინწკლული
მოვიაროთ წუხილით და ლოცვით,
ვუთხრათ, სხვაგან არ არსებობს
რომ ამგვარი გაზაფხული,
აქ დავკრიფოთ თრიალეთზე მოცვი.
თუნდაც ერთი ღალატის და
თუნდაც ერთი მეგობარის,
ზურგზე, ნეტა, რომელს არ გვაქვს იარა,
მაგრამ მაინც მიტევებით,
მაგრამ მაინც ერთგულებით,
უნდა ვმარგლოთ საძმო ყანა ზიარად.
საქართველოს -გაყიდულის,
ბეწვზე ნეკით დაკიდულის
სადღეგრძელო ნემსის წვერით დავლიოთ,
ალალად ვთქვათ ,რაც გვაქვს გულში,
ერთად გავძვრეთ ნემსის ყუნწში
და კაცურად მივეგებოთ ალიონს. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი